Thursday, March 30, 2017

პროექტი

პროექტის  სახელწოდება: ილია---შუბლი  საქართველოსი
პროექტის  მთავარი  თემა(1-2) წინადადებით:  ილის  შემოქმედებისა და  ღვაწლის  ჩვენება ფართო  აუდიტორიისათვის  
პროექტის  აქტუალობა: მოსწავლეებს  გამოუმუშავდებათ  შემოქმედებითი, თანამშრომლობითი  და  კომუნიკაციური  უნარ-ჩვევები.გაიაზრებენ  დიდი ილიას  როლს  ქართველი  ხალხის ცნობიერების  ამაღლების  საქმეში.
პროექტის  მიზნები  და შედეგები: მოსწავლეები  ძიების  შედეგად  საფუძვლიანად  და  ამომწურავად  უღრმავდებიან  ილიას  პიროვნებას,ზეპირად  წარმოაჩენენ ლექსებსა  თუ  აფორისტულ  ნააზრევებს,თვითონვე  შეასრულებენ  ილიას  ლექსებზე  შექმნილ  სიმღერებს,გაითამაშებენ  როლებს  ილიას  შემოქმედებიდან.იმსჯელებენ , რომ  ილიას  სიტყვები  არ  ხუნდება.
მონაწილეთა  ასაკი:14-15  წელი
ხანგრძლივობა:2  კვირა(მოსწავლეები  მოძიებული  მასალებისა  და  სცენარის  გაცნობის  შემდეგ  სწავლობენ  ზეპირად  ტექსტებს.)
პროდუქტები,რაც  შეიძლება  შეიქმნას:(ღონისძიება)
აქტივობები:  ინფორმაციის  მოძიება  დამხმარე  ლიტერატურისა  და ინტერნეტის  მეშვეობით,ილუსტრაციების, ვიდეო-მასალისა და სურათების  მონახვა,მიმდინარე  საქმიანობის  ანგარიში,მზადება  ღონისძიებისათვის,რეპეტიციები,კითხვა-პასუხი, პრეზენტაცია.
ძირითადი  რესურსები:კომპიუტერი, პროექტორი,ინტერნეტი, საკუთარი  ხელით  შექმნილი  თვალსაჩინოებები,  ილიას    ტომეულები.
პროექტის  სრული  აღწერა:  მოსწავლეები  გაეცნობიან ილიას    შემოქმედებით  გზას,  გაიაზრებენ  "ერის  მამის"  ღვაწლს,  გაითავისებენ, თუ  რატომ  აღიარეს  იგი  წმინდანად, მოისმენენ  პოეტის  უკვდავ  სტრიქონებს  როგორც  მონაწილეთა  ცოცხალი  შესრულებით,  ასევე ინტერნეტში  მოძიებული  ვიდეო-მასალით,შექმნიან  ღონისძიების  დღისთვის  ილიას  ალბომს, მოისმენენ   გამოჩენილი  ადამიანების  შეფასებებს  ილიას  შმოქმედებაზე.     გამოიკვეთება, თუ  რატომ  უწოდეს  ილიას  "შუბლი  საქართველოსი",   ღონისძიების  დასასრულს  ახმიანდება   " ჩემო  კარგო  ქვეყანავ"
სარგებელი  სხვებისათვის: ღონისძიებაზე  დამსწრე  მოსწავლეები  მიიღებენ  საინტერესო   და  ამომწურავ   ინფორმაციას,  ამდენად  გაუჩნდებათ  ინტერესი  მსგავსი  პროექტის  შექმნისა.  მიიღებენ  ესთეტიკურ  სიამოვნებას.
საგნებთან  კავშორი:  მუსიკა,ცეკვა.
ესგ   სტანდარტი:VIII.4.  მოსწავლეს  შეუძლია  ზეპირი  გამოსვლის  მოსამზადებლად  სტრატეგიების  არჩევა  და  გამოყენება
                         IX.8. მოსწავლეს  შეუძლია  კითხვის  მიზნის  შესაბამისი  სტრატეგიების  გამოყენება.
სამუშაო  ენა:  ქართული
პროექტის  შეფასება:იხილე  რუბრიკა
პროექტის  ხელმძღვანელი:  ია  ნეფარიძე


No comments:

Post a Comment