პროექტის მთავარი თემა(1-2) წინადადებით: ილის შემოქმედებისა და ღვაწლის ჩვენება ფართო აუდიტორიისათვის
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ შემოქმედებითი, თანამშრომლობითი და კომუნიკაციური უნარ-ჩვევები.გაიაზრებენ დიდი ილიას როლს ქართველი ხალხის ცნობიერების ამაღლების საქმეში.
პროექტის მიზნები და შედეგები: მოსწავლეები ძიების შედეგად საფუძვლიანად და ამომწურავად უღრმავდებიან ილიას პიროვნებას,ზეპირად წარმოაჩენენ ლექსებსა თუ აფორისტულ ნააზრევებს,თვითონვე შეასრულებენ ილიას ლექსებზე შექმნილ სიმღერებს,გაითამაშებენ როლებს ილიას შემოქმედებიდან.იმსჯელებენ , რომ ილიას სიტყვები არ ხუნდება.
მონაწილეთა ასაკი:14-15 წელი
ხანგრძლივობა:2 კვირა(მოსწავლეები მოძიებული მასალებისა და სცენარის გაცნობის შემდეგ სწავლობენ ზეპირად ტექსტებს.)
პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:(ღონისძიება)
აქტივობები: ინფორმაციის მოძიება დამხმარე ლიტერატურისა და ინტერნეტის მეშვეობით,ილუსტრაციების, ვიდეო-მასალისა და სურათების მონახვა,მიმდინარე საქმიანობის ანგარიში,მზადება ღონისძიებისათვის,რეპეტიციები,კითხვა-პასუხი, პრეზენტაცია.
ძირითადი რესურსები:კომპიუტერი, პროექტორი,ინტერნეტი, საკუთარი ხელით შექმნილი თვალსაჩინოებები, ილიას ტომეულები.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები გაეცნობიან ილიას შემოქმედებით გზას, გაიაზრებენ "ერის მამის" ღვაწლს, გაითავისებენ, თუ რატომ აღიარეს იგი წმინდანად, მოისმენენ პოეტის უკვდავ სტრიქონებს როგორც მონაწილეთა ცოცხალი შესრულებით, ასევე ინტერნეტში მოძიებული ვიდეო-მასალით,შექმნიან ღონისძიების დღისთვის ილიას ალბომს, მოისმენენ გამოჩენილი ადამიანების შეფასებებს ილიას შმოქმედებაზე. გამოიკვეთება, თუ რატომ უწოდეს ილიას "შუბლი საქართველოსი", ღონისძიების დასასრულს ახმიანდება " ჩემო კარგო ქვეყანავ"
სარგებელი სხვებისათვის: ღონისძიებაზე დამსწრე მოსწავლეები მიიღებენ საინტერესო და ამომწურავ ინფორმაციას, ამდენად გაუჩნდებათ ინტერესი მსგავსი პროექტის შექმნისა. მიიღებენ ესთეტიკურ სიამოვნებას.
საგნებთან კავშორი: მუსიკა,ცეკვა.
ესგ სტანდარტი:VIII.4. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი გამოსვლის მოსამზადებლად სტრატეგიების არჩევა და გამოყენება
IX.8. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.
სამუშაო ენა: ქართული
პროექტის შეფასება:იხილე რუბრიკა
პროექტის ხელმძღვანელი: ია ნეფარიძე
სარგებელი სხვებისათვის: ღონისძიებაზე დამსწრე მოსწავლეები მიიღებენ საინტერესო და ამომწურავ ინფორმაციას, ამდენად გაუჩნდებათ ინტერესი მსგავსი პროექტის შექმნისა. მიიღებენ ესთეტიკურ სიამოვნებას.
საგნებთან კავშორი: მუსიკა,ცეკვა.
ესგ სტანდარტი:VIII.4. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი გამოსვლის მოსამზადებლად სტრატეგიების არჩევა და გამოყენება
IX.8. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.
სამუშაო ენა: ქართული
პროექტის შეფასება:იხილე რუბრიკა
პროექტის ხელმძღვანელი: ია ნეფარიძე